საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით განხორიცელდება. უწყების ცნობით, მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, სტუდენტები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე დაავადებების მქონე პირები. საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ხდება მგზავრების ორგანიზებული ტრანსპორტირება აეროპორტამდე. “საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან და სხვა, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეების ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველები.
მორიგი ავიარეისი თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით
Loading…
