სკანდალი

მორგოშიას პენსიონერმა მამიდამ ძალადობრივ ალტ-ინფოს 2022 წელს თითქმის 1 მილიონი შესწირა

ძალადობრივი, პრორუსული ტელეკომპანიის, ალტ-ინფოს შემოსავალმა 2022 წელს თითქმის 1 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამის ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. კომისიის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ტელეკომპანიის მიერ მიღებული შემოსავლის თითქმის 100% კომპანიის მფლობელის შემოწირულება წაროადგენს. რაც შეეხება ალტ-ინფოს იურიდიულ მფლობელებს — ესენი არიან: კოკა მორგოშიას მამიდა, ციალა მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა. ორივე კომპანიის 50%-იან წილს ფლობს. ამასთან, პენსიონერი ციალა მორგოშია ანგარიშებზე თანხის შემტან პირად მიიჩნევა. * ევროპარლამენტართა ჯგუფი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოსა მისი ლიდერის, კოკა მორგოშიას სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით ჯგუფი ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართავს. «ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მიზანმიმართული სანქციებისაკენ ჯგუფ ალტ-ინფოსა და ჯგუფის უკან მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ. ცნობილია, რომ ალტ-ინფო ავრცელებს LGBTIQ-ფობიურ სიძულვილის ენას საკუთარ მედიაარხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისის თავდასხმებში Tbilisi Pride-ზე. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ებრძოლონ LGBTIQ-ფობიურ ძალადობას და რიტორიკას საქართველოში და ვალდებულნი იყვნენ, უზრუნველყონ, განსაკუთრებით LGBTIQ ადამიანების უსაფრთხოება», — აღნიშნულია წერილში. მოგვიანებით შესაძლო დასანქცირებაზე კომენტარი თავად მორგოშიამაც გააკეთა: «ხშირად დავდივარ ევროპაში და მაგის პრობლემა არ მაქვს, ეს იქნება დროებითი… თუ მოგზაურობაზეა, ლათინურ ამერიკაში დავისვენებ, კაი ბუნებაა».

თამარ ქუთათელაძე, გიგა გიგანი

მსგავსი პოსტები

რატომ ამართლებს ასლან ბეჟანიძის ადვოკატი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას შეწყალებაზე?

Joni Kvaracxelia

სკანდალი:ფილორმონიის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა დაიწყო! ვინ დაეუფლება ქვეყნის მთავარ საკონცერტო დარბაზს?

რატომ არ არის წყალი გუდაურსა და ბაკურიანში? — ტურისტული სეზონი ჩავარდნილია

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი