მორგანატულ ქორწინებაზე XVIII-XIX საუკუნის გერმანიის და რუსეთის კანონმდებლობაში გამოჩნდა მუხლი მეფეების სახლებზე (ოჯახზე) შეუფერებელი — მათ საკუთარ ხელქვეითებზე ქორწინებების თავიდან ასაცილებლად. მონარქები და მათი ოჯახის წევრები უნდა დაქორწონებულიყვნენ მხოლოდ და მხოლოდ შესაფერის წყვილთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგავდნენ მეფის მემკვიდრის უფლებას.
მეზალანსი ფრანგული სიტყვაა და უთანასწორო ქორინებას ნიშნავს, სხვადასხვა სოციალური მდგომარობის და წარმომავლობის ადამაინებს შორის. ამბობენ, სიყვარული ბრმააო. და თავს თუ დაგატყდა წაგლეკავსო. მაგრამ ხანდახან მითქმა-მოთქმის საგანი ხდება. ისტორიამ უთანასწორო ქორწილების ძალიან ბევრი შემთხვევა იცის.
უინსტონ ჩერჩილი უძველსეი გვარის მემკვიდრე დაქორინებული იყო იდეალურ კლომენტინა ხოზერზე.
საფრანგეთის ამჟამინელი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და მის ცოლს ბრიჯიტას შორის ასაკობრივი სხვაობა 25 წელია.
მეზალანსიაა, როცა ასაკობრივი დიდი სხვაობაა, როცა მეუღლეებს შორის, ერთი მეორეზე რამდენიმე წლით უფროსია. განსხვავება 30 და 40 წელიც კი შეიძლება იყოს. დიახ, ხდება გულწრფელი სიყვარული, პარტნიორებს შორის, ხანდახან უთანასწორო ქორწინება ხდება ანგარებით: პარტნიორის გარდაცვალების შემდეგ დიდი ქონების დაუფლების მიზნით.
რთულად არის საქმე როცა ასეთი შემთხვევაა: სოციალური მეზალანსი: ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის ასპირანტი, ჭკვიანი მზეთუნახავი, თხოვდება ყოფილ ძნელადაღსაზრდელზე, წყალგაყვანილობის მუშაზე, მეეზოვეზე თუ მტვირთავზე. მათი სიყვაული მყიფეა, რადგან როცა „თაფლობის თვეს“ გაივლის, ოჯახური ცხოვრება ძნელდება… ერთს თეატრში უნდა მეორეს ამაზე წარმოდგენა საერთოდ არა აქვს… დასაწყისში მოთმენასა აქვს ადგილი მომავალში გამოსწორების იმედით თუმცა შემდეგ შეუძლებელი ხდება ერთად ცხოვრება.
არის ეროვნული მეზალანსი: რუსი გოგონა გათხოვდა არაბზე. მას უნდა ახოვდეს, რომ მეუღლის ქვეყანაში მრავალცოლიანობაა მიღებული და ამაზე შეგუება მოუწევს ერთცოლიანობაზე მტკიცე ფიცის მიუხედავად. დღედაღამე შრომა მოუწევს და ტყვეობიდან თავის დაღწევა არ იქნება მარტივი.
ჭკუის დარიგებები და რჩევები უადგილოა, იმიტომ, რომ ყოველი ოჯახი ინდივიადუალურია. ყოველი ბედნიერი ოჯახი გავს ერთმანეთს, ყოველი უბედური თავისებურად უბედურია.
ინგლისის მეფის სასახლე ყურადღების ცენტრშია. არაფერი რჩება უთქმელი. მთელი მსოფლიო აალაპარაკეს, ხან რით ხან რით. ყველას აქვს საკუთარი აზრი ჰარის და მეგანზე… მათი ქორწილის დღიდან ვიღაცამ მიიჩნია, რომ საერთოდ არ შეეფერება მეფის მემკვიდრეს უბრალო გოგოზე ქორწილი. ვიღაცეები დღემდე შეხარიან. ბევრმა თქვა, რომ უკვე ჩანს უბრალო ქორწინების შედეგი… ამდენი ხმაურის შემდეგ საწყალმა ჰარიმ მოიწყინა და მოხარული სულაც არ არის ამდენი ყურადღბის გამო.
ჰარის მხარდასაჭერად მოჰყავთ მორგანატული ქორწინებების მაგალითები ისტორიიდან თანამედროვე ცხოვრებამდე. როგორც აღმოჩნდა, ასეთი ქორწინებები ხშირია, იყო და როგორც ჩანს იქნება კიდევ.
აკრძალვის სიმკაცრე ბევრ ქვეყანაში დაკანონდა, მაგრამ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მორგანატული ქორწინება არც იცოდნენ არც იცნობდნენ, თუმცა ბრიტანეთის მეფე ედუარდ VIII-მ უარი თქვა მეფის ტახტზე, ორჯერ ქმარსგაცილებულ ამერიკელ უოლის სიმპსონზე დაქორწინების შემდეგ.
გერმანიაშიც კი აუცილებლობის შემთხვევაში მორგანატიკულ კავშირის აკრძალვა შეეძლოთ დაევიწყებინათ. ასე მაგალითად ბადენის დიდ საჰერცოგოში რამდენიმე ათეული წელი ეკავა ლეოპოლდ პირველს, რომლის დედა იყო ჩვეულებრივი ბარონესა. თუ ასეთი ქორწინება სანქცირებული იყო მმართველი მონარქის მიერ, მაშინ „შეუფერებელ“ მეუღლეს ეძლეოდა ტიტული შესაფერისი თავადის, გრაფის… რომელიც გადაეცემოდათ შვილებს. მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმაინაში მონარქთა წრეში ასეთი ქორწინების მემკვიდრეები ერთმანეთს შორის ქორწინდებოდნენ, ან საერთოდ კურთხეულ მეფეებზეც კი, ასევე მათ მემკვიდრეებზეც, სადაც მორგანატიკული კავშირები არ იყო აკრძალული. ასე, ვიქტორია-ევგენია ბატენბერგელი გათხოვდა ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ზე და დედოფალი გახდა.
ჰოგენბერგები, ავსტრიის სამეფოს მემკვიდრეები, ფრანცა ფერდინანდა და სოფია ხოფეკი — ჩეხეთის გრაფის და ცნობილი გვარის ხოტეკების გოგონები, შემდეგ მისი ქმართან ერთად მკვლელეობა გახდა მირველი მსოფლიო ომის მიზეზი.
მერენბერგები მოდიან ნიკოლოზ ვილჰელმ ნასაუსკის და ალექსანდრე პუშკინის ქალიშვილის ნატალია პუშკინა-დუბლინისგან.
ამჟამად ცოტა მორგანატული ქორწინებებია ცნობილი. ზოგიერთი მათგანი ძალიან მყარი აღმოჩნდა, ზოგიერთი ბედნიერებიც. ისინი ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია.
2000 წლის იანვარში პრინცი კიხტენშტენინი მაქსიმილიანმა ჯვარი დაიწერა მუქკანინ პანამელ ანჟელა ბრაუნზე. ქალბატონი ბრაული მასზე 11 წლის უფროსია ქორწილის დროს ის 43 წლის იყო, პრინცი 32. ამას გარდა მომავალი პრინცესას ბიოგრაფიაში იყო ცნობილი რომანი ნარკომოვაჭრესთან. პრინცესა ანჟელა პირველი აფრიკელი წამოშობის ქალია, რომელიც ევროპელი მონარქის ცოლი გაგხდა და აი ვინ ჰყავთ ახლა…
2001 წლის 25 აგვისტოს ნორვეგიის მეფის მემკვიდრე, პრინც ხოკონი დაქორწინდა საკუთარ რჩეულზე, მეტე-მარიტ ტესე ხოიბიზე. ქორწინებას წინ უძღოდა დიდი სკანდალი მონარქის ოჯახში. მომავალი „ჩრდილოეთის პრინცი“ ლამის ხიშტებზე წამოაგეს: მეტა-მარიტი სტუდენტი იყო და ბარმენად მუშაობდა, ასევე მას შვილი ჰყავდა, რომლის მამა იმ დროს ციხეში იჯდა და არა პირველად. რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. პრინცი დაიმუქრა, რომ უარს იტყოდა ტახტზე, თუ არ დათანხმდებობდნენ მის ქორწინებას. ამასთან მეტა-მარიტმა სახალხოდ აღიარა საკუთარი შეცდომა წარსულში და დაიფიცა, რომ ცხოვრების ძველ წესს არასდროს დაუბრუნდებოდა. ამის შემდეგ ის მიიღეს სამეფო ოჯახში.
ბელგიის პრინცმა, ამჟამინდელი მეფე ლორენის ძმამ თავის დროზე ცოლად ითხოვა გოგონა, რომელიც პროფესიით მიწისმზომელია. პრინცის მშობლები მეფე ალბერტ მეორე და დედოფალი პაოლა, საკმაოდ დიდხანს წელავდნენ შვილის მიწისმზომელთან ქორწინებაზე თანხმობას, მაგრამ ბოლოს მაინც დათნხმდნენ.
ამ ოციოდე წლის წინ ჰოლანდიის მეფის მემკვიდრე ვილჰელმ-ალექსანდრემ ითოვა მაქსიმე სორეგეტა, რომელმაც ქორწილამდე ორი წლით ადრე ბანკის მმართველის კარიერა დატოვა. მომავალი დედოფალი ბუენოს-აირესში დაიბადა სოფლის მეურნებობის ექსმინისტრის ქალიშვილი იყო. ნიდერნალდენების მემკვირე პრინცს ქორწინებაზე თანხმობა პარლამენტისგან უნდა მიეღო… თანხმობა მიიღო, მაგრამ ქორწილის, მისი მშობლების გარეშე ჩატარებაზე დათანხმდა. მოგვიანებით ვილჰელმ-ალექსანდრე გამეფდა და მაქსიმა დედოფალი გახდა.
უთანასწორო ქორწინების მორიგი ფაქტი: ესპანეთის მეფის მემკვიდრემ, ამჟამინდელმა მონარქმა, ფილიპე VI-მ, ითხოვა ჟურნალისტი, ლეტიცია ორეს როკასოლონო, რომელიც მანამდე სკოლის ლიტერატურის მასწავლებელზე იყო გათხოვილი. მაგრამ მეფის ოჯახი დიდად არ შეუშფოთებია ამას, არც კათოლიკურ ეკლესიას გამოუთქვამს უკმაყოფილება, ლეტიციას პირველი ქორწილი ჯვრისწერის გარეშე იყო. მომავალმა მეფემ აღიარა, რომ მზეთუნახავი ტელეწამყვანი პირველი ნახვისთანავე შეუყვარდა.
იაპონიის პრინცესა საიაკომ ტიტული შესწირა ქორწინებას უბრალო მოქალაქე იოსიკი კუროდუზე გათხოვებით.
ამ ათიოდე წლის წინ შვეციის პრინცესა, ვიქტორია ფიტნესის საკუთარი მწვრთნელზე, დანიელ ვესტლინგზე გათხოვდა.
შვედეთი სამეფო ოჯახები ცნობილია მორგანატული ქორწინებებით. შვეციის დედოფალი სილვია ჩვეულებრივი გერმაელი ბიზნესმენის შვილია, დედამისი ეროვნებით ბრაზილიელია.
სილვიას და კარლა გუსტავს შვილი, კარლ ფილიპი ასევე მოდელ, სოფია ჰელკვისტზე დაქორწინდა. რამდენი აკრიტიკეს და ტალახი ესროლეს თავის დროზე, რადგან შიშველი გადაიღეს და ეშმაკმა უწყის რას არ აკეთებდა, წარმომავლობაც არ უწყობს მაინცდამაინც ხელს, მაგრამ დღეს კარლი და სოფია ორ შვილს ზრიან და აქამდე ბედნიერები არიან.
მასალა მოამზადა ქეთევან ჩემიამ