პროტესტი

«მონა, მონა, წადი,» — პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ბათუმში აქტივისტები დახვდნენ

«მონა, მონა, წადი,» — პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით და სასტვენებით დახვდნენ. გახარია აჭარაში საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩავიდა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული და აქციის მონაწილეებს პრემიერთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. გახარიამ ტერიტორია პოლიციის კორდონის თანხლებით დატოვა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ყველგან მივლენ, სადაც ის იქნება და დისკომფორტს შეუქმნიან.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საერთო სახალხო მოძრაობის მოთხოვნა

ნოვრუზ ბაირამი პროტესტი ფონზე მიმდინარეობს მარნეულში

ტიხანოვსკაიამ ევროკავშირის სამიტის წინ, ევროპელ ლიდერებს მიმართა

დატოვე კომენტარი