პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
«ჩვენ ციხე არ შეგვაშინებს, არც მე, არც ჩემს მოდგმას… მაგრამ მე აქამდე ვებრძოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმის გამო, რომ მომიკლეს ერთადერთი ვაჟი, მძინარე საწოლში და მოვითხოვდი, გაეცათ პასუხები, რატომ მომიკალით მე ეს შვილი და მე ეს არ ვიცოდი. თურმე, მორის მაჩალიკაშვილისთვის დარეკილი ჰქონიათ, ბიძაშენმა კარავი თუ გაშალა, თქვენ დაგიჭერთ… ახლა მომიწევს მეორე სტრუქტურას ვებრძოლო — შსს-ს, ნაბიჭვარ, ნაძირალა, გახარიას. მე ამ ორივე სტრუქტურას შევებრძოლები, ვნახოთ, ვინ დამარცხდება, ვინ მოიგებს,“ — განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
Loading…