სხვადასხვა

მომდევნო დღეებში თბილი ამინდებია მოსალოდნელი

28 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„28 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, 28 ნოემბერს ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 28 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 28 ნოემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

თენგიზ კიტოვანს მოსკოვში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში აგინეს (ვიდეო)

კატასტროფა მესტიაში, წაღებულია ავტომობილები-ადიდებულმა მდინარემ ჰიდროელექტროსადგურის ნაგებობები დაანგრია (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ევაკუაცია თბილისის მეტროში-ვაგონი მგზავრებისგან დაცალეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი