სხვადასხვა

მომდევნო დღეებში ამინდი გაუარესდება

საქართველოში მომავალ კვირას ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება, ჰაერის ტემპერატურა ნული გრადუსის ქვემოთ დაფიქსირდება, — ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

როგორც დოდო გვაზავა აღნიშნავს, მომავალ კვირას ნალექის ინტენსივობა შესუსტდება.

„13-14 მარტს თოვლის ინტენსივობა მოსალოდნელია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. მთიან და მაღალმთიან რაიონებში ყინვა მოიმატებს. ასევე ყინვა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც. 16 მარტამდე ზოგ რაიონში მოსალოდნელია თოვა“,- განაცხადა დოდო გვაზავამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

Joni Kvaracxelia

პუერტო რიკოში ქარიშხალ «მარიას» შედეგად 2975 ადამიანი დაიღუპა

LIVE: დაპირისპირება ოზურგეთში, სადაც ბესო ქათამაძის დასაცავად აქცია გაიმართა

დატოვე კომენტარი