განცხადებები

მომავალ წელს საქართველოში „მეტი ნატო“ იქნება — ჯეიმს აპატურაი

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. მან პირველი შეხვედრა   საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა, შეხვედრის შემდეგ კი ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:

„ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მინისტრმა ზალკალიანმა მტკიცე განცხადება გააკეთა, საქართველოს მზაობის შესახებ, გააგრძელოს მუშაობა ნატოს წევრობისთვის, გაატაროს წევრობისთვის აუცილებელი რეფორმები და ითანამშრომლოს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში.

ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. ვფიქრობ, მომავალ წელს ქართველები საქართველოში გაცილებით მეტ ნატოს ნახავენ. რა თქმა უნდა, ჩვენ კონკრეტული სამუშაო უნდა შევასრულოთ. დავგეგმოთ, რა უნდა გავაკეთოთ ერთად, რომ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების გატარებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას,“-განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

მარიამ კუბლაშვილი-ილია ჯიშკარიანი ბულინგის მსხვერპლია

კომპანია «ზეგ»-ის დირექტორი განცხადებას ავრცელებს

«აეწვათ კუდები წინასაარჩევნოდ…»

roma sajaia

დატოვე კომენტარი