covid-19

“მომავალი 3-4 კვირა იქნება უფრო რთული, ვიდრე წინა 3 კვირა იყო”-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა  ამირან გამყრელიძემ „იმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხადა, რომ 3-4 კვირა უფრო რთული გვექნება.

„შემიძლია, ვთქვა და თან თითებს გადავაჯვარედინებ, რომ ჯერჯერობით არ ვართ ფართომასშტაბიანი გავრცელების არეალში, მსგავსად ბევრი ევროპული ქვეყნის და ასევე, არ დავასახელებ, ჩვენს მეზობლებს, სადაც უკვე ასობით და ათასობით შემთხვევა არის. ამიტომ ვამბობ, რომ ღონისძიებები სერიოზული გატარდა ქვეყანაში, მაგრამ, მოგეხსენებათ, საკმარის არასოდეს არაფერია, ამიტომ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს და მთავარი ღონისძიება ეს არის სოციალური დისტანცირება”

“საგანგებო მდგომარეობა ყველამ უნდა დაიცვას. იგივე იმ ორ მუნიციპალიტეტში – მარნეულსა და ბოლნისში. ყველამ უნდა გაითავისოს ეს გამკაცრებული პირობები, იმიტომ, რომ მომავალი 3-4 კვირა იქნება უფრო რთული, ვიდრე წინა 3 კვირა იყო. ეს უნდა ვიცოდეთ. შემთხვევები გაგვეზრდება, მაგრამ მთავარია როგორმე თავიდან ავიცილოთ ნახტომისებური ზრდა ახალი შემთხვევების”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

კოვიდსტატისტიკის რეკორდული მაჩვენებელი უკრაინაში

Joni Kvaracxelia

მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელოს ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით- თენგიზ ცერცვაძე

რეგულაციის რა შემსუბუქებაზე ისაუბრეს დღეს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში

დატოვე კომენტარი