მოლდოვაში არჩეული პრეზიდენტის მაია სანდუს ინაუგურაცია გაიმართა. ამის შემდეგ ის ოფიციალურად გახდა მოლდოვის პრეზიდენტი. კიშინიოვში პარლამენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივ საზეიმო სხდომაზე სანდუმ ფიცი დადო. მაია სანდუმ ეროვნულ უმცირესობებს მათ ენებზე მიმართა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ძირითადი ამოცანა კორუფციასთან ბრძოლაა. მან ასევე ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა. მაია სანდუმ მოლდოვაში 15 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
Loading…
