განცხადებებიპოლიტიკა

მოლდოვოს პრეზიდენტმა დნესტრისპირეთის პრობლემების გზები დაასახელა

მოლდოვას ხსნას ქვეყნის პრეზიდენტი მის ნეიტრალიტეტში ხედავს, ანუ მისი თქმით მოლდოვა უნდა თანამშრომლობლეს რუსეთის ფედერაციასთა და არა მხოლოდ დასავლეთთან და მისი ქვექნის ტერიტორიაზე არ უნდა იდგეს სხვა ქვეყნის ჯარი.

«ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება, დნესტრისპირეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში დაბრუნების გზით, შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, რომ მოლდოვა შეინარჩუნებს თავის ნეიტრალიტეტს, აგრეთვე კეთილ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან და არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებთან» — წერს დოდონი ფეისბუქში.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ «მოლდოვას გეოპოლიტიკური ინტერესები უნდა დაექვემდებაროს ეროვნულ ინტერესებს და არა გარედან თავსმოხვეულ პოლიტიკურ პროგრამებს». ამასთან, მან აღნიშნა, რომ «პოლიტიკური კლასის მოღვაწეობის მიზანი, სულ მცირე მომავალი ათწლეულის განმავლობაში, უნდა გახდეს მოლდოვას რესპუბლიკა და არა უცხოეთის პროექტი, დაკავშირებული ან რუსეთთან ან ევროპასთან».

დოდონი მოლდოვას პრეზიდენტი გახდა 2016 წლის 23 დეკემბერს. მისი წინასაარჩევნო პროგრამის თანახმად, ის აპირებს, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან, დააბრუნოს მოლდოვური პროდუქცია რუსეთის ფედერაციის ბაზარზე და დაარეგულიროს თანამშრომლობა ენერგეტიკის საკითხებში. მან არაერთხელ განაცხადა, რომ მოლდოვასთვის «აუცილებელია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენა,» — განაცხადა მოლდოვას ლიდერმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები აშშ-ის კიდევ ერთ ანგარიშში მოხვდა

«ირმა ინაშვილმა დარეკა მოვდივართო…კონტრ-აქციასაც გვახვედრებენ»

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ბრიფინგზე ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა

დატოვე კომენტარი