განცხადება/მიმართვა

მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენს პარტიას უნდა წარმოადგენდეს ნიკა მელია-სალომე სამადაშვილი

„მზად ვართ გაფართოებულ ფორმატშიც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, მაგრამ არსებობს პოლიტიკური პოზიციები და ამ პოზიციების რადიკალური გადახედვა ვერ მოხდება“- აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ქრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ და განაცხადა, რომ ევროპულ მხარესთან კონსულტაციები გაგრძელდება. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმ 6 პუნქტთან მიმართებაში, რომელიც არის ჩამოყალიბებული პრეზიდენტ მიშელის სამოქმედო გეგმაში.

«ეს შეხვედრა, რომელიც იყო პირველი შეხვედრა ამ მედიაციის ფორმატში, გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ძალიან დეტალურად განგვეხილა ჩვენი პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით.

კონკრეტულად, ყველა იმ 6 პუნქტთან მიმართებაში, რომელიც არის ჩამოყალიბებული პრეზიდენტ მიშელის სამოქმედო გეგმაში. ზოგიერთ საკითხზე ჩვენ გვქონდა უფრო ფუნდამენტური დისკუსია უფრო მეტ დეტალზე, სხვებზე შევთანხმდით რაღაც ზოგად მონახაზზე, მაგრამ ერთი რამ არის ნათელი და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ არსებობს ისეთი საკითხები, რომლის მოგვარებაც გახსნის გზას შეთანხმებისათვის და არსებობს საკითხები, რომელზეც შეიძლება შეთანხმება მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავჭრით მთავარ პრობლემებს.

პირველ რიგში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს და ეს მოითხოვს იმას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენს პარტიას წარმოადგენდეს ნიკა მელია და შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს შესაბამისად, პატიმრობიდან.

გარდა ამისა, ვადამდელი არჩევნები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ამ პოზიციის გადახედვა იცით, რომ არ მომხდარა. გზები, როგორ შეიძლება ჩვენ მივიდეთ ამ არჩევნებამდე, არსებობს სხვადასხვა და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი.

არსებობს პუნქტები, რომელზეც მოუწევს დათანხმება «ქართულ ოცნებასაც» და მოუწევს დათანხმება ოპოზიციასაც იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს წარმატებით, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას,» — ამბობს სალომე სამადაშვილი“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩვენი მონაცემებით, ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად მოიგო»

«მეფეობანამ დაღუპა ჩემი საქართველო…იდიოტი არც ბაგრატიონი მინდა, არც დადეშქელიანი»-სიხარულიძე

Joni Kvaracxelia

შესაძლოა, სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს, ვისაც „ბუსტერ» დოზა ექნება გაკეთებული-ამირან გამყრელიძე

დატოვე კომენტარი