ანალიტიკაპუბლიკაციები

მოკვდა ქართული პოლიტიკა

არ გაამართლა ოპოზიციის პოსტულატმა «რაც უარესს იზამს ოცნება მით უკეთესი, ხალხი დაინახავს და უკან დაგვაბრუნებსო». ვერც გაამართლებდა.
ჰოდა რაც უარესი მით უკეთესი მოსკოვისთვის.
მოკვდა ქართული პოლიტიკა. 
მოკვდა ქართული მედია.
მკვდარია ქართული ე.წ. ეკონომიკა (მონოპოლიას არ ჰქვია ეკონომიკა, მონოპოლია არის ერთი ვინმეს მეურნეობა).
ყველაზე დიდი ბანკიც ჯიბეში ჩაიდო ოლიგარქმა. ისედაც ჯიბეში უდევს ყველა. ერთი ზარი და ნებისმიერ ბიზნესს, ნებისმიერ ტელეკომპანიას დატოვებს ფინანსების გარეშე, პოლიტიკური «გაპრავებაც» არ დასჭირდება. აგერ ბატონო კონკურენციაო და თუ ვერ უძლებ მე რა შუაში ვარო იტყვის და რა? ვინმე გასცემს პასუხს თუ?
არანაირად არის საინტერესო პოლიტიკოსების ბრყელ ბრყელი საუბრები ტელეეკრანებზე,
არანაირად არის საინტერესო როგორ უკრავენ კვერს სასურველ რესპოდენტებს ქართულ მედიაში.
პოლიტიკური «შენობა» ჩამოიშალა და სრულად გააშიშვლა ყოვლად უვარგისი «ფუნდამენტი» ეკონომიკა.
ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მიდის სასტიკი ომი იმ ნარჩენი შემოსავლების შესანარჩუნებლად რომელიც კატატროფულად კლებულობს.
უცებ აღმოაჩინეს რომ, ასე იოლად, პოლიტიკის მეშვეობით ხელში ჩაგდებული ბიზნესების შემოსავლები მკვეთრად კლებულობს.
კი ბატონო აწარმოებენ, კონკურენტებიც ამოშანთეს, ზოგი «პადვალში» ზოგი შებღვერით და რა? ხომ უნდა იყიდოს ვინმემ რასაც აწარმოებს მათი ბიზნესები? ჰოდა ყოველ დღეს აკლდება და აკლდება მყიდველი.
არ აქვს ფული გაღატაკებულ ხალხს და ოხრდება მათი ბიზნესებიც. ამიტომაც ეცნენ და მორიგი გადანაწილების იმედად აკვდებიან ერთმანეთს პარლამენტში.
P.S სურვილი თუ გაქვთ პოლიტიკურ ჭორიკანობაში მონაწილეობის ნება თქვენი, უყურეთ, უსმინეთ, იღადავეთ, ოღონდ ენძელას ან ბესელიას საცვლების განხილვას არანაირად ეწოდება პოლიტიკა.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

„…აფხაზები — ეგროსის ჩამომავალნი არიან“

Joni Kvaracxelia

ზვიადი და მიშა — თავისუფლებას შეწირულები!

სახელმწიფოს ბიუჯეტში დეფიციტის რიცხვი და ვალი საგრძნობლად მატულობს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი