ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გაატრა, სადაც ის შიმშილობს, ზაზა სარალიძე დღესაც კვლავ აგრძელებს აქციას:
“მოთხოვნები არ შემიცვლია, მიხეილ კალანდიას დაკავებას ვითხოვ. იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებში არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ პასუხისგებაში მიეცეს.
1 დეკემბერს იყო, თუ 2 დეკემბერს არ აქვს მნიშვნელობა მაშინ იყო პასუხისგებაში მისაცემი მირზა სუბელიანი იმ ფაქტზე რაზეც დღეს არის მიცემული პასუხისგებაში.
ძალიან ბევრი მოწმე იყო დაკითხული 2 დეკემბერს, მაგრამ გაქრა ჩვენებები,“- განაცხადა ზაზა სარალიძე.