უბედური შემთხვევა წყალტუბოში, სადაც მოზარდი 9 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი თუმცა ერთ-ერთი ვერსიის თანახმად მიზეზად ინტერნეტ თამაში “ლურჯი ვეშაპი” სახელდება.
სკოლის დირექტორი ახადებს, რომ სახლში ფურცელი იპოვეს, რომელშიც გარდაცვალების დღე და ადგილი ეწერა. შვილის გარდაცვალების შემდეგ დედამაც თავი მოიკლა.
“ძალიან გულჩათხრობილი გახდა, ჩვენ იმთავითვე გადავწყვიტეთ, რაღაც ზომები მიგვეღო, სახლშიც ვაკითხავდით, დედა ხშირად საზღვარგარეთ იყო წასული, მამა როგორც ვიცი, რუსეთში ცხოვრობდა და ფაქტობრივად, ბავშვს მარტო უხდებოდა ცხოვრება და ვიცოდით ჩვენი წილი რამხელა იყო და ამდენად, დამრიგებელმა რამდენჯერმე მიაკითხა სახლში. მერამდენე მსხვერპლია ამ კომპიუტერული თამაშების, როგორც ეს ვერსია გავრცელდა”-აცხადებს “რუსთავი2”-თან სკოლის დირექტორი, ფაქიზო ფანჩულიძე.
