განცხადებები

მოვუწოდებ „ნაცებს“, მიბაძონ ხატიას-იაგო ხვიჩია

მიშას ნებისმიერმა მოყვარულმა „ნაცმა“ „ნაცმოძრაობა“ უნდა დატოვოს, რადგან მისი დაშლა არის მესამე პრეზიდენტის განთავისუფლების ყველაზე მოკლე გზა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ამას ერთი წელია, ვამბობ და ამდენი ხანი აცდენენ ამ კაცს ციხეში, იმის გამო, რომ არ იშლებიან. მე მოვუწოდებ დაბეჯითებით, რომ მიბაძონ ხატიას და რაღაცნაირად „ქოცებს“ წავართვათ ეს მტრის ხატი, რაც „ნაცების“ სახით ჰყავს. მე მაინც მჯერა, რომ არჩევნებამდე ვერ მივა „ნაცმოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილსაც მართლა მობეზრდება ციხეში ჯდომა და იფიქრებს იმაზე, როგორ შეიძლება, ისე წავიდეს ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან „ნაცმოძრაობა“, რომ არავინ დავზარალდეთ ამის გამო“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიას თქმით, პარტიიდან წევრების წასვლა შეუძლებელია, მერაბიშვილის გააქტიურების ფაქტორს უკავშირდებოდეს.

„„ნაცმოძრაობა“ რაც შეიქმნა მგონი მის მერე იყო მერაბიშვილი მანდ, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ მერაბიშვილის ფაქტორმა ახლა შეცვალოს. მანამდეც ხომ ცხადი იყო, რომ მერაბიშვილი იქ იყო. მე არ ვიცი, ეს რისი ბრალია. მგონია, რომ „ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია სასიცოცხლო იდეა. ის არის მილევად რეჟიმში მყოფი პარტია, უბრალოდ სანამ მიილევა, მანამდე სისხლს გვიშრობს „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გამოყენებით, სინამდვილეში საკუთარი მმართველობის შესანარჩუნებლად და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გასაგრძელებლად, ამიტომ არის აუცილებელი, რომ სწრაფად დაიშალონ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩვენ მივესალმებით „რაინეარის“ რეისის უსაფრთხო დაშვებას…»-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

roma sajaia

«სოხუმი გამოცხადდება საქართველოს დედაქალაქად, ცხინვალი საპარლამენტო ქალაქად,“-შალვა ნათელაშვილი

«სირცხვილი საქართველოს მთავრობას, მათ გაყიდეს საქართველოს მიწები»-რა წერილი დატოვა გაუჩინარებამდე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგემ? (ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი