განცხადებები

«მოვითხოვთ, რომ ზაზა სარალიძე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული“-დავით ბაქრაძე

«ევროპული საქართველოს» საპრეზიდენტო  კანდიდატი დავით ბაქრაძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის  დაკავების ფაქტს გამოეხმაურა:

„ეს ადამიანი გახლავთ სისტემური უსამართლობის მსხვერპლი. ეს ადამიანი გახლავთ მსხვერპლი დღევანდელი ხელისუფლების, რომელიც ხელს აფარებს მისი შვილის მკვლელებს. ეს ადამიანი 5 თეა, მათ შორის ამ წვიმასა და სიცივეში დგას ქუჩაში და ეძებს სიმართლეს და საკუთარი შვილის მკვლელების დასჯას, ამიტომ მისი პროვოცირება და მასზე შეტევა, მისი დისკრედიტირება, თუნდაც იმის გამო, რაც ნებისმიერი სხვა პიროვნების მხრიდან იქნებოდა მიუღებელი, მე მიმაჩნია მიუღებლად. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ზაზა სარალიძე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ზურა ჯაფარიძე, რომელსაც თავის დროზე ივანიშვილმა ფული მისცა, რომ ენმ-დან წასულიყო და მერე დადგეს ეს ყალბი ამბავი ბასიანის…»-სააკაშვილი

«საპატრიარქოს შენობაში რამდენიმე სასულიერო პირი შეიარაღებულია»

რომის პაპი, ფრანცისკე მსოფლიო თანამეგობრობას მიმართავს

დატოვე კომენტარი