covid-19

«მოემზადეთ – მომავალი 2 კვირა გვექნება ძალიან მძიმე, მოვამზადოთ ჟანგბადები»-გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნი მრჩეველი ჯანდაცვის საკითხსში, ექსპერტი გიორგი ფხაკაძე პირდაპირი ჩართვისას კორონავირუსის მესამე ტალღაზე საუბრობს.

«ჩემო კოლეგეო, მოემზადეთ – მომავალი 2 კვირა გვექნება ძალიან მძიმე, მოვამზადოთ ჟანგბადები, პერსონალური თავდაცვის საშაულებები, პირბადეები, ვიფიქროთ, როგორ გავაძლიეროთ კარანტინის სისტემა სამედიცინო დაწესებულებებში.

გაუფრთხილდით თავს, თქვენ ხართ ფრონტის წინა ხაზზე თუ თქვენ გახდებით ავად, მოსახლეობა დარჩება ჯანდაცვის სისტემის გარეშე. თქვენ ხართ ახლა მთავარი. ნურავის უსმენთ. უსმინეთ თქვენ გულს და თქვენს პროფესიონალიზმს.

საქართველოში შემოვიდა ბრიტანული შტამი, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება. გაუფრთხილდით თავს, მოემზადეთ. იმედია, მოსახლეობა იქნება უფრო მობილიზებული და სიფრთხილეს გამოიჩენს.

მივმართავ მოსახლეობას – გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები და ნუ შეგროვდებით ხალხმრავალ ადგილებში. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ მესამე ტალღა უფრო იოლად გადავიტანოთ»-განაცხადა ფხაკაძემ

Loading…

მსგავსი პოსტები

სასულიერო პირსა და მრევლს კორონავირუსი დაუდასტურდა

როდის გაიხსნება ფეხბურთი გერმანიაში

კორონა ვირუსითი მე-40-ე ადამიანი გარდაიცვალა

დატოვე კომენტარი