უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ წალენჯიხის მკვიდრს, ედიშერ კვარაცხელიას, 17 ოქტომბერს, ორშაბათს, 08:30 საათზე წალენჯიხაში ჩამოასვენებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, წალინჯიხის მერი, გია ხარჩილავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მოწოდებას ავრცელებს:
“მოვუწოდებ ყველას, ცენტრალურ, რეგიონალურ, ადგილობრივ ხელისუფალთ!… მოდით, მიუსამძიმრეთ, მოგვისამძიმრეთ! საქართველო გვაერთიანებს! გვაერთიანებს ტკივილი! არ დარჩეთ გვერდით (მოწოდებას აქვს მიზეზიც და საფუძველიც!!!!!!) გამოდით სითბოდან და გამოდით ხალხში! დადექით ოჯახის გვერდით! გავიმარჯვებთ!” – წერს გია ხარჩილავა.
Loading…
