საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს:
«საქართველოს ხელისუფლებას მინდა მივმართო!
სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში გაჭედილია მრავალი ასეული საქართველოს მოქალაქე, რომელთაც აიღეს ბოლო დარჩენილი ფულით ბილეთები.
ეს ხდება ვენაში, ეს ხდება ამსტერდამში, ეს ხდება იტალიაში, ეს ხდება გერმანიაში და მათ ქონდათ იმედი, რომ საქართველოს ავიახაზები მათ მიერ აღებული ძვირი ბილეთებით ჩამოიყვანდა მათ და საკუთარ სახლებში დააბრუნებდა.
თქვენმა ხელისუფლებამ გუშინ აკრძალა ამ რეისების შესრულება!
უამრავი საქართველოს მოქალაქე დარჩენილია ფულის გარეშე, სამედიცინო დაზღვევის გარეშე, დოკუმენტების გარეშე, ძალიან ბევრ ქვეყანაში.
მე რომ ვყოფილიყავი დღეს უფასოდ გავუგზავნიდი ამ თვითმფრინავებს — არაერთხელ გამიკეთებია ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს!
მოგიწოდებთ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გთხოვთ შემოუშვათ საქართველოს მოქალაქეები და უზრუნველყოთ მათი დაბრუნება საკუთარ სამშობლოში — შეწყვიტეთ საბოტირება რეისების შესრულების!
ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ!»