განცხადებები

«მოგიწოდებთ, იყავით ფრთხილად! არც კი ვიცი რა გველის ეს დღეები!!»-ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

ნარკოლოგი, პროფესორი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

«თავიდან დავდებ მაინც რომ ნაკლები კითხვა იყოს !! ეს არის ის ნივთიერება რომელიც დღეს ამოიღეს უპრეცენდენტო რაოდენობა_იცი ალფა პვპ მაქვს ( საუბარია ე. წ აბაზანის მარილი). საიტიდან გამოვიწერე. არაფერი არ არის ცოტას „მოგხოდავს“ და კარგ ხასითზე დაგვაყენებს. მოვწიოთ და მერე „მაგრა ვიდვიჟენიებთ…“
ასე იწყება ვითომ ძალიან ჩვეულებრივი დიალოგი დღეს ახალგაზრდებს შორის!.. და მერე სრულდება კომით, ხან სიკვდილით ან ძლერი პარანოიდული ფსიქოზით და უმძიმესი თავის ტვინის შეუქცევადი ორგანული დააზიენებებით.

არ მეგონა თუ ასე რთულად იყო საქმე, ახლახანს დავბრუნდი დასავლეთიდან, შევხვდი ბევრ ექიმს და ვესაუბრე „ემერჯენსის“ წარმომადგნელებს. დღე არ გავა რომ ვინმე არ მოხვდეს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებაში უძლერესი აღზნებით, ფსიქოზით ან/და კომატოზური მდგომარეობით. ვითომ უვნებელი ნარკოტიკი, რომელიც დღეს არის ყველაზე გავრცელებული საქრთველოში და იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს ნარკოგენული თვისებებით, ბევრჯერ აღემატება მეტამფეტამინს და მის მსაგვს ნარკოტიკულ საშულებებს.

აღნიშნული ნარკოტიკის სისტემატიური მიღების შემდეგ ვითარდება უმძიმესი ფორმის დამოკიდებულება რომლიც ვლინდება პარნაოიაში, აგრესიაში, თვითდაზიენების შემთხვევებში, მეტყველების და მოძრაობის გაძნელებასა და თავის ტვინის უმძიმეს ორგანულ დაზინებებში!.. აგრეთვე ზედოზირება ხასიათდება მაღალი ცხელებითა და მიკარდიუმის ინფარკტით ან/და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით. ზუსტად შსს – ს ბოლო ოპერაციის დროს იყვნენ დაკვებული ის პირები, რომლებიც ამ ნარკოტიკულ საშულებას ინტერნეტით ავრცელებდნენ. თუმცა, ეს წვეთია ზღავში. ეს ვნებს თქვენ შვილებს, ახლობლებს.
ამ ნარკოტიკზე უნდა აუხსნათ, რომ უმძიმესი შედეგი მოაქვს მის მოხმარებას და საჭიროა ექიმის დროული ინტერვენცია თუ ამ ნარკოტიკის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება გაჩნდა.

ეს მეხება მეც, შენც, თითოეულ თქვენგანს ვინც ამ პოსტს კითხულობს და ბევრ იმ ადამიანსაც, ვის ყურამდეც ჩემი ხმა შეიძლება არც კი მივიდეს, ამიტომ მოგიწოდებთ, იყავით ფრთხილად!

21 კილო და 10 ლიტრიო და სამალავებში კიდე რამდენია ნეტა ჩამარხული? . საშუალოდ ერთ მომახრებელს დღეში 1 დან 3 მილიგრამამდე მაქსიმუმ მოიხამრს. და რა მაშტაბებზეა საუბარი ვერც კი წარმომიდგენია. თან ლაბორატორია და დამზადება.

აი ეს არის დარკნეტის მასშტაბები და ახალი ერა ყველაზე საშიში ნარკოტიკების წარმოება რეალიზაციაში!! ხო ეხლა მეორე შედეგი ,მომხამრებელი რომელიც ამას მოიხმარდა რას იზამს? ძაან რთული სიტიაციაა მეგობრებო და არც კი ვიცი რა გველის ეს დღები!!»- წერს ზურა სიხარულიძე

Loading…

მსგავსი პოსტები

რა და რატომ მოუწოდა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას…

რეგიონებიდან, პირბადის ტარების კულტურის დაცვა ქვემოთ მოდის –ამირან გამყრელიძე

ნიკა მელიას საგანგებო განცხადება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი