ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციიდან 2 კვირის განმავლობაში, რუსეთი 700 000 ადამიანმა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი Forbes-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროს ინფორმაციით, რუსეთი, მობილიზაციის დაწყებიდან, თითქმის, 1 მილიონმა ადამიანმა დატოვა, გარდა ამისა, კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ 21 სექტემბრის შემდეგ ქვეყანა 600 000-დან 700 000-მდე რუსმა დატოვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პროცენტმა დატოვა ქვეყანა ტურისტული მიზნით. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. ამის შემდეგ რუსეთიდან გაქცევას ათასობით ადამიანი ცდილობს.
Loading…
