სხვადასხვა

მოარიდეთ ბავშვები კატასტროფას-“ლურჯი ვეშაპის” სკანდალური შეტყობინებები მოასწავლეებს

“ინფო რუსთავი” სკანდალურ შეტყობინებებს ავრცელებს,  რომლებიც ქუთაისის ერთერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს სოციალურ ქსელში მისწერეს.

საინფორმაციო სააგენტოს მიერ გასაჯაროვებული შეტყობინებები დაბალი კლასის 2-მა მოსწავლემ 21 სექტემბერს მიიღო. წყარო, რომელმაც “ინფო რუსთავს” ფეისბუქ შეტყობინებების ამსახველი ფოტო მასალა მიაწოდა, ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საქმე საშიშ ინტერნეტ თამაშ “ლურჯ ვეშაპთან” გვქონდეს. შეტყობინებებით ირკვევა რომ ტექსტის ავტორი დეტალურად არის ინფორმირებული თუ ვისთან მეგობრობს შეტყობინების ადრესატი, რომელ დღეს რამდენი გაკვეთილი აქვს, გაკვეთილების შემდეგ სად მიდის და ა.შ.

“მოგესალმები … მე ვიცი შენზე ყველა ფარული განზრახვა
მე ვიცი რომ შენ სწავლობ … საჯარო სკოლაში
შენი საუკეთესო მეგობარია …
და … შვილი ხარ
მე ყოველთვის გითვალთვალებ მაშინაც კი როდესაც სკოლა მორჩება და მანდატურების კაბინეტში ხარ
მე ყოველთვის გიყურებ და შენ ამას ვერ ამჩნევ
…… დღეს ღამის 3 საათზე დაგირეკავ და მზად იყავი”, – წერენ ერთ-ერთ მოსწავლეს.

“მოგესალმები … მე ვიცი შენი ყველა ფარული განძრახვა
მე ვიცი რომ შენ სწავლობ ქუთაისის … საჯარო სკოლაში
მე ყოველთვის გიყურებ და შენ ვერ მამჩნევ
მე ვიცი რომ ….. დადიხარ და ისიც ვიცი რომ შენი საუკეთესო მეგობარია …
მასაც მივწერ გული არ დაგწყდეს”, – წერენ მეორეს.

აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა საქმეზე მოკვლევა უკვე დაიწყეს. როგორც “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. საკითხთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით უწყებაში არ საუბრობენ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ანასტასია გუბანოვამ ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრებს 67.56 ქულა მოუტანა – ჩვენმა გუდმა ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა

მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს

Joni Kvaracxelia

შედგა თუ არა ივანიშვილსა და ბოკერიას შეხვედრა?

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი