სამშაბათს, აშშ-ს სენატში შედგა მოსმენა საქართველოს საკითხზე. მმართველი პარტიის ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას — განაცხადა კარა მაკდონალდმა.
სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ჯიმ რიშის აზრით საქართველოში დემოkრატია უკან მიიწევს.
„რაც ხდება ახლა, არის ოლიგარქის მზარდი გავლენა მედიაზე, სასამართლოზე და პოლიტიკური ცხოვრების დიდ ნაწილზე. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ დემოკრატია ქვეყანაში უკან მიიწევს.. რაც დრო გადიოდა, ჩვენ იმედები გვიცრუვდებოდა — ადგილი ჰქონდა უფრო მეტ და მეტ პოლიტიკურ დევნას.. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგანაც საქართველო უკეთესს იმსახურებს»- განაცხადა ჯიმ რიშმა, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე.
«ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრები არიან საპატიმროში, არის რუსეთის გამარჯვება; ყოველი დღე, როდესაც პარლამენტში ადგილები ცარიელია, არის ზიანი საქართველოს მოსახლეობისთვის და გამარჯვება რუსეთისთვის.» — განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.
სხდომის სრული ვიდეოჩართვა იხილეთ ქვემოთ: