პოლიტიკა

მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა

არსებული ინფორმაციით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.

«ასევე, ქართული მხარე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება»- აღნიშნულია «ქართული ოცნების» პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

კრემლმა არ განმარტა, თუ რატომ არ მიულოცა პუტინმა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს ახალი წელი

«ვერ ვიტყვი, რომ მოულოდნელი იყო…»-წითლიძე

საქართველოდან გამოსულ ებრაელთა ოჯახის წარმომადგენელი გახდა ისრაელის ერთ-ერთი მინისტრი

დატოვე კომენტარი