დავით ბაქრაძე თვლის, რომ მმართველი პარტია ცდილობს მოატყუოს როგორც ოპოზიციის ლიდერები ასევე მთელი საზოგადოება: «პირველ რიგში, ცდილობენ, მოატყუონ ოპოზიციის ლიდერები და უთხრან – მოდი, თუ არ მიიღებ პროტესტებში მონაწილეობას, ჩვენ მოგიკვარახჭინებთ საქმეს ისე, რომ პარლამენტში იქნებით, ანუ ეს არის ოპოზიციის დაშლისა და ლიდერების მოტყუების მცდელობა. რაც უფრო უარესია, არის მთელი საზოგადოების მოტყუების მცდელობა, რადგან ეს უკვე გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წელს მთაწმინდაზე, როდესაც ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აარჩევინა მთაწმინდელებს. 2020 წელს აპირებენ, მთელ საქართველოში აარჩევინონ ბევრი სალომე ზურაბიშვილი, მოატყუონ ხალხი, თითქოს ეს არის „ოცნებისგან“ დამოუკიდებელი ფლანგი ან პოლიტიკური პარტია და შემდეგ ბევრი ზურაბიშვილით ივანიშვილს და „ოცნებას“ პარლამენტში ჰყავდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა“ გეგმა არის, რომ იყოს მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტები და იმ შემთხვევაშიც კი, თუ აქციას დაარბევენ პოლიციისა და სპეცრაზმის გამოყენებით, მომიტინგეების მხრიდან არ იქნება წინააღმდეგობა პოლიციის მიმართ, რადგან ეს უნდა იყოს ხაზგასმით მშვიდობიანი,» — აცხადებს ბაქრაძე.
მმართველი პარტია ცდილობს მოატყუოს როგორც ოპოზიციის ლიდერები ასევე მთელი საზოგადოება — დავით ბაქრაძე
Loading…