სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ოპიზიციური პარტიების ხმის ჩახშობისგან თავს უნდა იკავებდეს. ასე გამოეხმაურა ის ამერიკის ხმასთან საუბრისას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და ენმ-სთვის რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებას. “ძლიერი დემოკრატია მოიცავს სიტყვის თავისუფლებას. საქართველო უკვე ძალზედ დაზიანდა პოლიტიკური ანგარიშწორებით და ამის მსგავსი კანონპროექტები უთანასწოროს ხდის პირობებს, რომლებითაც ყველა პოლიტიკურმა მონაწილემ უნდა ისარგებლოს. მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ და პირიქით უნდა ეცადონ, რომ ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება ჰქონდეს”, — განაცხადა მან.
Loading…
