საინტერესო

მკვლელი კრაზანები

მათგან ხსნა არ არის. სწრაფი მოძრაობა აცოფებთ. გიგანტური კრაზანები აშშ-ში ერთნაირად იოლად უსწორდებიან ფუტკრებს და ადამიანებს.

სანამ  მსოფლიო ახალი კორონავირუსის ინფექციას ერკინება,  აღმოსავლეთ აფრიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის გაუგონარი რაოდენობის გიგანტური  კრაზანების თავდასხმისგან კვნესის. მეტიც, ამჟამად ამერიკელი მეფუტკვრეები ემზადებიან ამ უბედურებისთვის — კრაზანა-მკვლელები უკვე აქაც გამოჩნდნენ.

რას წარმოადგენენ ეს მწერები?

2019 წელს კანადის კუნძულ ვანკუვერში სამი მკვდარი წარმოუდგენელი და დაუჯერებელი ზომის მწერი ნახეს. თითოეული მოზრდილი ადამიანის ცერისხელა იყო. ექსპერტებმა მათში  აზიური გიგანტური ფუტკარი — კრაზანა «Vespa mandarinia» ამოიცნეს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში არავის არასდროს უნახავს. ერთი თვის თავზე მათი ბუდე იპოვეს და გაანადგურეს, თუმცა როგორც ჩანს კიდევ დარჩნენ და ნოემბერში კიდევ ერთი გიგანტური კრაზანა იპოვეს. ხოლო დეკემბრის დასაწყისში კანადის მოსაზღვრე შტატ ვაშინგტონშიც იპოვეს.

აქამდე მსგავსი არავის არაფერი უნახავსო ამტკიცებდა ნიუ-იორკ ტაიმსთან საუბარში ერთერთი მცხოვრები, რომელმაც მკვდარი მწერი ამერიკაში ნახა. ადგილობრივ მთვარობას აცნობეს, რომ მსგავსი მწერი უკვე ცოცხალი იპოვეს, ის ჯერ ჩიტების საკვებთან ტრიალებდა, შემდეგ ტყეში მიიმალა და აი, ნოემბერში ათიათასობის მკვდარი თავმოჭმული ფუტკარი დატოვეს და  ახლო რაიონების სკები გააკოტრეს; მეფუტკრის გაოცბას საზღვარი არ ჰქონდა „ვერ წარმომეგინა, თუ ასეთი რამე  შესაძლებელი იყოო“, ამტკიცებდა ერთერთი.

ვაშინგტონის შტატში ნაპოვნი გიგანტური კრაზანის წყვილი. ფოტო კარლ სალპის

გიგანტური კრაზანების გამოჩენა მთელ ამერიკაში შეშფოთების საფუძველი გახდა. ხუთ სანტიმეტრამდე სიგრძის, 8 სამტიმეტრამდე ფრთებით ეს მწერები არა მარტო გიგანტურები ასევე ძალიან სახიფათო არიან.  გრძელი ხორთუმი სქელი ნაჭრიდანაც აღწევს და აფრქვევს ნეიროტოქსინებს, რომელიც ძალიან ახლოსაა თევზი ფუგუს შხამთან. იაპონელი ბიოლოგის სუნიტი მაკინოს თქმით მათი ნაკბენი დაახლოებით ისეთია, როგორც გაწითლებამდე გახურებული ნემსის ნაჩხვლეტი: ნაკბენი საშინლად სივდება და რამდენიმე დღე აუტანელ ტკივილებს იწვევს. შეუძლია ანაფილაკტიკური შოკის გამოწვევა, მაგრამ ერთი ნესტრის ნაჩხვლეტი თავისთავად სასიკვდილო არ არის. უბედურება იმაშია, რომ ეს მწერები ცალკე არასდროს ესხმიან თავს. ხოლო ათობის ნაკბენი იწვევს თირკმლების გაჩერებას. თუნდაც ალერგიული რეაქცია არ გქონდეთ, მრავალჯერედი კბენის შემდეგ უცხო ცილების დიდი რაოდენობის ცირკულირებამ სისხლში, შეიძლება თირკმლის უკმარისობამდე მიიყვანოს, რაც გემოდიალიზის გარეშე სასიკვდილოა“. აცხადებენ პროფესიონალები.

დადგენილია, რომ გიგანტურ კრაზანას იზიდავს მკვეთრი ფერები, ტკბილი, ან ოფლისდა ალკოჰოლის სუნი. გააფთრებულისგან გაქცევა შეუძლებელია ის ანვითარებს 40 კილომეტრ სიჩქარს საათში და დღეღამეში 80 კილომეტრს დაფრინავს. იაპონიის სოფლის რაიონებში სადაც ეს მწერი მუდმივი და ჩვეულებრივი მუქარაა, მისი გამოჩენისთანავე ურჩევენ მიწაზე დაემხონ დაიფარონ თავი ხელებით და არ გაინძრნენ. სწრაფი მოძრაობა მათ აღიზიანებს, ამწარებს და შეტევისთვის აქეზებს.

ხანგრძლივი დროის მანძილზე მათი თავდასხმისგან 40-50 ადამიანი იღუპება წელიწადში. ამ ბოლო დროს რიცხვმა იკლო. 2013 წელს შეესივნენ ჩინეთის ქალაქებს და სამ თვეში 1600 ადამიანი დაიღუპა ათასობით საავადმყოფოში მოხვდა. ყოველ დღე დიდი რაოდენობით ადამიანი მიმართავდა ექიმს. მათგან გაქცევა შეუძლებელია. იყო შემთხვევა შეუტიეს სკოლას. მასწავლებელმა ბავშვების მერხების ქვეშ დამალა. თავად გარეთ ერეკებოდა სანამ ნაკბენებისგან გონება არ დაკარგა. ძლივს გადაარჩინეს ექიმებმა ის და კიდევ  30 კაცამდე დაზარალებული.

რეუტერის ფოტო: ჩინეთში შენსის პროვინციაში ნაპოვნის გიგანტური კრაზანების ბუდე 

კრაზანა-მკვლელები შესწავლამ ცხადყოფ, რომ ყოველ შემოდგომაზე სანადიროდ გამოდიან. „მზვერავები“ ეძებენ თაფლის ფუტკრის სკებს  ახალდგამოჩეკილი ჭუპრების გამოსაკვების საშოვნელად. რომ იპოვნიან მოინიშნავენ საგანგებო ფერომონიმით. სუნზე  სხვები მოფრინდებიან და იწყება ომი. სკიდან გამოფრენილ ფუტკრებს დარაჯობენ, როგორც კი გამოვლენ თავს წააკნეტენ. თავდამსხვმელები გასაოცარი ეფექტურობით მოქმედებენ. ასი ათასობით ფუტკრის დახოცვა შეუძლიათ. 30-მა კრაზანამ 30 ათასი ფუტკარი სამ საათში გაანადგურა და ამ „ომში“ მხოლოდ ორი დაეღუპათ. შიმშილისგან რომც კვდებოდნენ, სკების საბოლოოდ გათავისუფლებამდე მაინც იბრძვიან. ფუტკრების დახოცვის შემდეგ დაუცველი სკიდან რამდენიმე დღე ეზიდებიან „ნადავლს“ და საკუთარ ნაშიერებს კვებავენ.

ბიოლოგებმა საოცარი სურათი ნახეს: იაპონიაში ჩვეულებრივმა ფუტკრებმა რომ იგრძნეს ფერომონის სუნი, რომელიც სკაზე უნდა დაეფრქვი „მტერს“, მაშინვე გადალაგდნენ და „საომრად“ მოემზადნენ. ათსამდე ფუკარმა სკის შესასვლელთან წრე შეკრა. დაუთვალთვალეს „მზვერავებს“. როგორც კი ნახეს ბურთივით შეკრულებმა ყველა მხრიდან შეუტიეს და მოიომწყვდიეს წრეში, რომლის შიგნით 50 გრადუსი ტემპერატურაა. ამას გიგანტები ვერ უძლებენ და  გადახურებისგან იღუპებიან მანამ, სანამ სხვებისთვის „ცნობის მიწოდებას“ მოახერხებენ. ევროპელმა ფუტკრებმა ეს არ იციან და გიგანტების მსხვერპლი ხდებიან. ამდენად თაფლისწარმოებას დიდი საფრთხე ემუქრება.

ჯერ კიდევ არის დრო ხელი შევუშალოთ მათ დაფუძნებას — ამბობს ენტომოლოგი ვაშინგტონში. თუ ახლა ვერ შევძელით მერე ყველაფერი გვიან იქნება. ბუდეებს სხვა კრაზანებისგან განსხვავებით მიწის ქვეშ აშენებენ და ისე ნიღბავენ, ვერავინ იპოვის. საჭირო იქნება მათი გადაადგილების  რდიომეტრებით თვალთვალი..

ენტომოლოგი კრის კუნი აგებს მახეს გიგანტური კრაზანებისთვის. ფოტო: ელან ტოომპსონი

ვარაუდობენ რომ ეს კრაზანები კანადიდან მოხვდნენ აშშ-ში. ან სამხრეთ კორეიდან  იაპონიაში და იქიდან ცურვით მოვიდნენ. წარმოუდგენელია, რომ ვინმეს საგანგებოდ დაესვა, ამის დაჯერება მიჭირს, რადგან არ ვარ დარწმუნებული. — ამბობს ენტომოლოგი.

ქეთევან ჩემია

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

როგორ მუშაობს ისრაელის სამხედრო საჰაერო თავდაცვის სისტემა ანტიდრონი «Drone Dome» (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

უკრაინის სახელმწიფო ოშადბანკმა გამოუშვა ბეჭდები, რომლითაც შეიძლება მაღაზიებში გადახდების განხორციელება

Joni Kvaracxelia

ნეტავი ვის უნდა დავაბრალოთ, რომ ჩვენ ასეთები არ ვართ?

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი