განცხადებები

«მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ესაა მათი მოცემულობა»-კალაძე ოპოზიციას

თბილისის მერმა  კახა კალაძემ ოპოზიცია გააკრიტიკა, კალაძის განცხადებით საარჩევნო ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა, მაქსიმუმ, ორ პარტიას ექნება.

«ნულს რომ ნული მივუმატოთ, ხომ არაფერი შეიცვლება? ეს არის ქართული ოპოზიციის დღევანდელი რეალობა. მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ესაა მათი მოცემულობა. მათი მთავარი ამოცანა იქნება, როგორმე მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს და მოახერხონ მისი გადალახვა, რომელსაც შეძლებს ალბათ ერთი ან, მაქსიმუმ, ორი პოლიტიკური პარტია. ეს არის მათი დღევანდელი რეალობა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან, ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას თუ ასე შემდეგ»-განაცხადა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

«მას შემდეგ რაც ოცნება დამარცხდება, კოალიციური მთავრობა მოვა ხელისუფლებაში»

roma sajaia

პატრიარქი გიორგობის დღესასწაულზე გადადგება-თეოლოგი

11 მაისიდან თბილისში ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება

დატოვე კომენტარი