მესამე პრეზიდენტს, ამ წუთებში, თავის ტვინზე დამატებით კვლევებს უტარებენ.
მიხეილ სააკაშვილთან ცოტა ხნის წინ ამერიკელი ნევროლოგი შევიდა. მისი მოთხოვნით მესამე პრეზიდენტს ბიოფსია ჩაუტარდა. ასევე აუღეს თმის, ფრჩხილისა და კუნთოვანი ქსოვილის ნიმუში, რომლებზეც ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება.
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ყველაფერი ხიფათთან არის დაკავშირებული და მიხეილ სააკაშვილს აინტერესებეს თუ რა დიაგნოზი აქვს, იმისთვის, რომ მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალოს.
„მე ნიმუშის აღების ოქმი შევადგინე, დანარჩენი რა კვლევებს ატარებს არ ვიცი. თმის ნიმუშ აიღო გუშინ, დღეს გაუკეთეს უკვე ბიოფსია. მუცლის მარცხენა მხრიდან იქნა აღებული ბიოფსია.
საჭმელიც და ესეც, ყველაფერი, დაკავშირებულია ბუნებრივია რაღაც ხიფათთნ, ამბობს, რომ გაირკვეს რა დიაგნოზი მაქვს, და ამის შემდეგ იქნებ მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალოს და რაღაცაზე ჩამოყალიბდნენ“.- ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
ანალიზები შტატებში გაიგზავნება. კვლევის შედეგები კი 4-5 დღეში გახდება ცნობილი.