განცხადება/მიმართვა

“მიხეილ სააკაშვილმა ხომ იცის სამწუხაროდ…”-ნიკა მელია სააკაშვილზე

ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება ისევ გრძელდება. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ნიკა მელია კონტრ შეთავაზებით პასუხობს.

“ნებისმიერი მანიფესტი უნდა შეიცავდეს შინაარსს, რომელიც ჩვენ ჯერ არ გვინახავს. მიხეილ სააკაშვილმა ხომ იცის სამწუხაროდ, კეზერაშვილ-მერაბიშვილის მეცადინეობით, რომ პარტია არის ორად გახლეჩილი. მე არამგონია იმ წინადადებაში, რომელსაც გუშინ მე მივეცი ასე ვთქვათ, გასაქანი და საჯარო გავხადე, ნებისმიერი იქ ჩამოთვლილი კომპონენტი არ შეიცავდეს რეალობას. ეს იყო პასუხი და დადასტურება ერთობის ნებისა. ამ მანიფესტში რა ეწერება, როდესაც იქნება შესაძლებლობა, რომ გავეცნოთ, აქედან გამომდინარე შემეძლება მე პასუხი გაგცეთ. არაფორმალური მმართველობა უნდა დასრულდეს პარტიაში. ნებისმიერი მანიფესტი, ნებისმიერი წინადადება უნდა ემსახურებოდეს პარტიაში არაფორმალური მმართველობის დასრულების შესაძლებლობას. ნებისმიერი მანიფესტი უნდა ასრულებდეს კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალურ მმართველობას პარტიაში. თუ ნებისმიერი მანიფესტი ამ შესაძლებლობას აჩენს, ჩემი ხელმოწერა იქ იქნება.” -განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი პოსტები

 “ყ@#ზე დაიკიდე” -ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია-ირაკლი კობახიძე

ნეტავ მეც მქონდეს ჩემი ჭორვილა – სალომე ზურაბიშვილი

“ჩვენი პატრიარქი ემზადება ქრისტესთან შესახვედრად და ჩვენც გვამზადებს მასთან შესახვედრად”-მეუფე ნიკოლოზი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი