პუტინის მიერ დატყვევებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ სოცქსელებში დღეს გავრცელდა მისი წერილი. მისი თქმით მოთმინების ბოლო წვეთი იყო აჭარის უმღლესი საბჭოს თავმჯდომარის გუშინდელი შეურცხმყოფელი განცხადება სადაც თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს ლაჩრულად წაგებული უწოდა.
«ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში.
საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე.
მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.
უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოვოთ მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.
დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“ სადაც ფიზიკურად შევძლებ.
ასევე, როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის პირველ რიგში ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას ნაციონალურ მოძრაობას.» — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
Loading…