მიხეილ სააკაშვილი უახლოეს გეგმებსა და სტრატეგიებზე საუბრობს (ვიდეო)

0
416

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უახლოეს გეგმებსა და სტრატეგიებზე ვიდეომიმართვაში საუბრობს. მისი განცხადებით ზაფხულში ყვარელში გაიხსნება სკოლა, რომელიც 500 ახალგაზრდას დაიტევს.

«ეს იქნება სკოლა, სადაც ავიყვანთ 500 ახალგაზრდას და ვესაუბრებით ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მეთოდებზე, საინფორმაციო მეთოდებზე. სოციალური ქსელების სწორ გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე, იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ საქართველო ჭაობიდან ივანიშვილის მოშორების შემდეგ და ვესაუბრებით ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე და ამას ერთად ჩამოვაყალიბებთ…

ამიტომ, ბორია თავს ნუ შეიწუხებს იქ სუს-ის აგენტების ჩანერგვით, სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ აპლიკანტს და ვერავინ გაგვიძვრება. ეს ვისწავლე უკრაინაში, სხვაგან და ჩვენ მოვამზადებთ ბირთვს, რომლებიც სხვა მებრძოლებთან ერთად, შეძლებენ სიტუაციის შემობრუნებას. აქ მოვიწვევთ უცხოელებს ლექციებს წასაკითხად, კულტურულ მოღვაწეებს, გვექნება ერთმანეთის გაცნობის პროგრამა, კარგად გავუმასპინძლდებით ვენახებში. ეს იქნება სკოლა, რომელიც შეადგენს ბირთვს ძალიან მკვეთრი, ოლიგარქის მოშორების ეტაპისთვის»,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ