განცხადება/მიმართვა

მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საჯარო მოხელეებს:

მოგმართავთ როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ქართველი საჯარო მოხელეების ქომაგი. ივანიშვილი, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს გაშინებთ თქვენ, რომ ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში თქვენ გემუქრებათ რეპრესიები და სამსახურის დაკარგვა, ოლიგარქი როგორც ყოველთვის იტყუება.

ახალი ხელისუფლების პირობებში არანაირი გამიზნული დათხოვნები არ იქნება, უფრო მეტიც თქვენი ხელფასი მკვეთრად მოიმატებს და თქვენი სამსახური ბევრად უფრო პრესტიჟული გახდება, ეს ეხება პოლიციელებს, სამინისტროების და ადგილობრივი თვითმმართველობების, აიპ/სიპ-ის მუშაკებს, პედაგოგებს.

ერთადერთი პირობა იქნება, რომ არ წახვიდეთ თქვენი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულოთ არჩევნების მოპარვაზე გათვლილი ბრძანებები და პოლიციელების შემთხვევაში არ დაღვაროთ სისხლი და არ შეასრულოთ ძალადობრივი, უკანონო ბრძანებები მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამ წელიწადზე მეტია, რუსეთის უკანონო ტყვე ვარ საქართველოში, მეც კი არ გავბოროტებულვარ და პირიქით თანაგრძნობაც კი გამაჩნია იმ ადამიანების მიმართ, ვისაც უხდებოდა მთელი ეს დრო ჩემს მიმართ არაადამიანური, უკანონო ბრძანებების შესრულება.

26 ოქტომბრის შემდეგ ყველამ მომავალში უნდა გავიხედოთ და შევწყვიტოთ წარსულის ქექვა და ამ გადასვლაში თითოეული საჯარო მოხელის მონაწილეობა გადამწყვეტია!

მსგავსი პოსტები

მხოლოდ ვაქცინა ამ კრიზისს ვერ გადაჭრის — გაეროს გენ მდივანი

გავხსნათ ნამდვილი დიალოგი — ირაკლი ღარიბაშვილი

«ჩნდება ეჭვი, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიება, პროკურატურა, შსს, იყო მართალი»-კობახიძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი