განცხადებები

მიხეილ სააკაშვილი სასჯელს კანონიერად იხდის, წერტილი — შალვა პაპუაშვილი

ევროპარლამენტში დებატებზე სააკაშვილის განაჩენის კანონიერება კითხვის ქვეშ არავის დაუყენებია, არავის სიტყვა „პოლიტპატიმარი“, „უკანონო განაჩენი“ არ უხსენებია. ამით წერტილი დაესვა ევროპულ პარლამენტში საკითხს, იხდის თუ არა მიხეილ სააკაშვილი თავის სასჯელს კანონიერად, — ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში გამართულ დებატებს და მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებებს, პაპუაშვილის განმარტებით, საქართველო სამართლებრივი და ჰუმანური სახელმწიფოა, რომელიც ზრუნავს პატიმრებზე.
„ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ანგარიშში შესწორებები და ანგარიში. ჩვენ ყველამ ერთად მივადევნეთ თვალყური, რა მოხდა. სვენ მიქსერს ჰქონდა ანგარიში წარმოდგენილი, როგორც მომხსენებელს და ყველამ ვნახეთ, როგორ დაესხნენ თავს ამ ანგარიშს და დაჩეხეს იმ შესწორებებით, რომელიც სწორედ იმ ჯგუფიდან მოდის, რომელიც სააკაშვილის მეგობრების ჯგუფია. ყველამ ვიხილეთ, როგორ მოხდა შესწორებების შეტანა და დღეს იქნება კენჭისყრა.
რაც შეეხება გუშინდელ დებატებს, ერთი რამ ყველას მოგვხვდა თვალში და ყურში, დებატების განმავლობაში არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის კანონიერი, არავინ საერთოდ და ეს არის მთავარი მიღწევა იმ დისკუსიისა, რომელიც მიმდინარეობს ამ საკითხზე. გუშინ არავის სიტყვა „პოლიტპატიმარი“, „უკანონო განაჩენი“, გათავისუფლება იმის გამო, რომ უკანონოდ არის დაჭერილი, არ უხსენებია, ამით წერტილი დაესვა მათ შორის ევროპულ პარლამენტში საკითხს, იხდის თუ არა მიხეილ სააკაშვილი თავის სასჯელს კანონიერად, წერტილი. ეს არის კანონიერი განაჩენი, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, ეს აღიარებულია, ეს არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, მათ შორის, ჰუმანური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს პატიმრებზე, ვინაიდან სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფებიან, რადგან არიან პენიტენციურ სისტემაში და შეზღუდული აქვთ თავისუფლება, ამიტომ სახელმწიფო ზრუნავს მიხეილ სააკაშვილზე და ყველაფერს აკეთებს მისთვის.

Loading…

მსგავსი პოსტები

ნიკანორ მელიას განცხადებით, მას პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ

«მე ნახევრად მეგრელი ვარ, დედით მეგრელი»-კალაძე ზუგდიდელებს

Joni Kvaracxelia

«მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას…»-სალომე ზურაბიშვილი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი