სკანდალი

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას არ ადასტურებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას არ ადასტურებს უკრაინის პროკურატურა და სასაზღვრო სამსახური.

აქამდე არ არის ცნობილი თუ სად იმყოფება, ან უკრაინის რომელმა სამართალდამცავმა უწყებამ დააკავა მიხეილ სააკაშვილი.

უკრაინაში მყოფი “კურიერის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურა, სასაზღვრო სამსახური და არც სხვა რომელიმე ძალოვანი სტრუქტურა, არ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს.  ერთ-ერთი ინფორმაციით, სააკაშვილი ამ დროისთვის გადაჰყავთ ბორისპოლის აეროპორტში, ხოლო მეორე ვერსიით – ჟულიენის აეროპორტში.

პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინაში ქართულ რესტორანში დაახლოებით ერთი საათის წინ დააკავეს, რესტორანი სააკაშვილის სამუშაო ოფისიდან დაახლოებით 20 მეტრში მდებარეობს და ის სასადილოდ იმყოფებოდა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

“მომეცით მეც ამერიკის მოქალაქეობა და ისეთ მასალებს დაგიდებთ ამ მთავრობაზე, სააკაშვილის ჩადენილი დანაშაული მონაგონი იქნება”-თამაზ ელიზბარაშვილი (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

სალომე ზურაბიშვილი სერგეი ლავროვს, რუსული ბაზების ნაცვლად საქართველოში ანტიტერორისტული რუსულ-ქართული სამხედრო ცენტრების გახსნას დაჰპირდა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ბოკერიას ჯერიც დადგა

დატოვე კომენტარი