ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ხათუნა ქვარცხავამ, საზოგადოების მხრიდან უარყოფოთი რეაქციის შემდეგ ქვემო აღნიშნული პოსტი ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან წაშალა. paqtebi.ge-მ მოიპოვა აღნიშნული პოსტის სქრინი რასაც შეუცვლელად გთავაზობთ:
«ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არა მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები(რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარი ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემ ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები,. თქვენ იცით , რომ პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა , ვთქვათ ქიმიისმცოდნეობა. ცხოვრებაში. სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს . იარეთ, იარეთ, იარეთ , ამინ !!! » — წერს ზუგდიდის პირველი სკოლის მასწავლებელი, ხათუნა ქვარცხავა.
ოთო შენგელია