“მიწისძვრის შედეგით ოფისის დაზიანება მართლაც უფლის მხრიდან გაფრთხილებად უნდა მივიჩნიოთ”

0
222

დეკანოზი დავით ისაკაძე  მიწისძვრის შედეგად სახალხო დამცველის ოფისი გაბზარვას უფალს უკავშირებს,  მან  “ასავალ-დასავალთან” ამის შესახებ განცხადება გააკეთა:

“ამ მიწისძვრამ მოსახლეობას თითქმის ვერაფერი ავნო, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინათ აშენებული სახალხო დამცველის ოფისი ერთიანად დაბზარა.

ურწმუნო ადამიანებს, ალბათ, გაეღიმებათ, მაგრამ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ჩვენში რატომღაც, კონსერვატიზმთან და მართლმადიდებლობასთან დაპირისპირების ცენტრად ჩამოყალიბდა და მიწისძვრის შედეგით ოფისის დაზიანება მართლაც უფლის მხრიდან გაფრთხილებად უნდა მივიჩნიოთ”, – განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ