ინდონეზიაში, სულავესის კუნძულზე, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მაჯენთან ახლოს მიწისქვეშ ათი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
სტიქიის შედეგად მაჯენში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 637 კი – დაშავდა. სამი ადამიანი კი, მეზობელ მამუჯუს რაიონში დაიღუპა. მიწისძვრის გამო კუნძულს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
Loading…
