განცხადებები

«მიშისტებო და ბიძინისტებო ვერ მოგართვით, თქვენს დაკრულზე ვიცეკვო»-უსუფაშვილი

«შენების მოძრაობის» ლიდერი დავით უსუფაშვილი «პალიტრანიუსის» ეთერში განცხადებას აკეთებს:

“ბევრი თვლის, რომ «მოდი რა, მკაფიოდ გვითხარი, შეაგინე იმას და მაშინ დაგიჯერებ». არა, არ ვაგინებ. ნაციონალური მოძრაობის აპოლოგეტისთვის ივანიშვილის შეგინება ნიშნავს მიშას განდიდებას, ვინაიდან მე მიშას არ განვადიდებ, ე.ი თურმე ივანიშვილს საკმარისად არ ვაკრიტიკებ. მეორე მხარესაც იგივეა — ვინაიდან მე ბიძინას არ განვადიდებ, ე.ი მიშას ბოლომდე არ ვემიჯნები.

საპრეზიდენტო არჩევნებზე მე განვაცხადე, რომ არც ერთ მხარეს არ ვუჭერ მხარს. შედეგად რა იყო? ერთი მხარე თვლიდა, რომ მე არასაკმარისად გავემიჯნე მეორე მხარეს, იმიტომ, რომ [ფიქრობენ] — «თუ ვინმეს გაემიჯნე, ე.ი ჩემთან უნდა იყო».

ვერ მოგართვით ბატონებო, მიშისტებო და ბიძინისტებო, რომ თქვენს დაკრულზე ვიცეკვო და თქვენ რაც წარმოგიდგენიათ კრიტიკად, რომ «თუ თქვენთან არ ვარ, ე.ი საკმარისად კრიტიკული არ ვარ სხვებთან», ამ გზით თუ ვიარე, მაშინ მოვალ და ჩაგბარდებით ”-განაცხადა დავით უსუფაშვილმა

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

„რაც შეეხება კონკრეტულად ამ ფაქტს, მირზა სუბელიანმა მოგვმართა განცხადებით გადადგომაზე და მე დავუკმაყოფილე ეს განცხადება»-ირაკლი შოთაძე

«რჯულის კანონი დარღვეულია…ამიტომ ილია II უნდა გადადგეს»-მეუფე პეტრე

ნიკა გვარამიამ ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი