ანალიტიკაპუბლიკაციები

“მიშამ კარგად იცის რას აკეთებს…”

🇺🇦🇬🇪♥️მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ფენომენალური ამბავია. რაც შეეხება დროს, არ იყო გასაკვირი ჩემთვის, რადგან ახლა არის კრიზისი უკრაინასა და დანარჩენ მსოფლიოში. ახლა,უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, საჭიროა ძლიერი ლიდერები და მტკიცე გადაწყვეტილებები, რთულია იფიქრო ვინმე სხვაზე, როცა გყავს მიშასნაირი ფიგურა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალი „ძველი მეგობარი“ დამიკავშირდა ბოლო 24 საათის განმავლობაში, ძველი მეგობრები, რომლებიც მუშაობენ პოლიტიკაში , მედიაში , საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთაც არ ამოუღიათ ხმა მაშინ, როდესაც პოროშენკომ დააპატიმრა მიშა 2017 წელს, ან 2018 წელს როცა მისი უკანონო მისი დეპორტაცია მოახდინეს უკრაინიდან. ან როდესაც ივანიშვილის სასამართლომ მას ბრალდება რამდენიმე სასაცილო “დანაშაულში” წაუყენა. ახლა, რა თქმა უნდა, ისინი მხარს უჭერენ ვიცე პრემიერ მინისტრს. ისინი მთხოვენ, რომ გადავცე მათი გულწრფელი მილოცვები რა თქმა უნდა სასიამოვნოა,თუმცა ცოტა სასაცილოც!

ჩვენ მიშას ნამდვილ გულშემატკივრებს უკრაინაში, საქართველოში, აშშ – ში, თუ სხვაგან, არ გვაქვს დრო, რომ გავბრაზდეთ მათზე. რა თქმა უნდა ეს არ არის იდეალური, მაგრამ ეს არის პოლიტიკა.
მიშამ კარგად იცის რას აკეთებს და მისი წარმატება მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნისა და რეგიონის წარმატებასთან! მიშას (უკრაინას და მთელ რეგიონს) დახმარება სჭირდება ყველასგან, ვისაც სურს რომ დაეხმაროს …. მიუხედავად იმისა თუ რას ამბობდა ეს ხალხი ადრე.

ახლა არ არის დრო, რომ ქართველები იმაზე ფიქრობდნენ დაივიწყებს თუ არა მიშა მის სამშობლოს, რა თქმა უნდა ის არ დაივიწყებს. მთავარია დავიმახსოვროთ რომ: ამ ორი ქვეყნის ბედი ძალიან გავს ერთმანეთს: ორივე იბრძვის პუტინის იმპერიალიზმთან, რუსულ ოკუპაციასთან და საბჭოთა დესტრუქციულ მემკვიდრეობასთან, ასევე კორუფციასა და დანაშაულთან. უკრაინის წარმატება იქნება საქართველოს წარმატება. უკრაინის მარცხი იქნება კატასტროფა საქართველოსთვის. და, რა თქმა უნდა, მიშას წარმატება სადაც არ უნდა იყოს ის, იქნება საქართველოს წარმატება.

ჩვენ არაპროგნოზირებად დროში ვცხოვრობთ, როცა რთულია განჭვრიტო წინასწარ თუ რა მოხდება, მაგრამ თუ თქვენ მხარს უჭერთ მიშას, ენდეთ მას,ენდეთ მის ინტელექტს და უნარს წინასწარ განჭვრიტოს მოვლენები. მისი კარიერა დღემდე, ამის საკმარის მაგალითებს იძლევა. საბოლოო ჯამში ყველაფერი შესანიშნავად იქნება. ჯერ ყველა წარმატება წინ გვაქვს ♥️✌️

ქრისტინა პუშაუამერიკელი ექსპერტი. ქართულ-ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალ ლიდერთა ინიციატივის დამფუძნებელი.

მსგავსი პოსტები

იზოლირებული წერილები (რა იყო ეს ?!) – I ნაწილი

roma sajaia

9 ფაქტი იმისა, თუ რატომ არის აფხაზი ქართველი და აფხაზეთი საქართველო. ვისწავლოთ მართალი ისტორია

Joni Kvaracxelia

დღეს უკვე აშკარად მიმდინარეობს რუსეთისთვის ქვეყნის გადაცემის პროცესი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი