პოლიტიკა

მიუხედავად  წინააღმდეგობისა ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მაინც მიიღო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა  გიგი წერეთელმა  განაცხადა, რომ მიუხედავად  წინააღმდეგობისა ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მაინც მიიღო..

«ბერლინშიც დატოვეს დარბაზი. როდესაც აგებენ, მაშინ მათ არ სურთ დარბაზში ყოფნა და ყოველთვის ეძებენ მომენტს. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი. ეს ვიცოდი, რომ ამას გეგმავდნენ. ამას ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ რას უჭერენ მხარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატები. საუბარია უმძიმეს ვითარებაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, დაუსჯელ მკვლელობებზე, რუსეთის პოლიტიკაზე. მათ არ სურთ შეეშვან ანექსიას და ოკუპაციას. ვფიქრობთ, რომ ეს ეხება უკრაინასაც. ჩვენ უკრაინასაც ვეხმარებით. ერთ დღეში საკითხები ვერ წყდება, მაგრამ მთლიანობაში ეს ქმნის კრიტიკულ მასას, რომელიც ერთ დღეს აუცილებლად ამ პროცესს დაასრულებს და რუსეთს შეაჩერებს. აუცილებლად აღდგება ის წესრიგი, რაც ჰელსინკის პრინციპებითაა გათვალისწინებული», — განაცხადა გიგი წერეთელმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

რუსმა ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში ახალი მიწების მიტაცება დაიწყეს-იხილეთ ფოტოები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა აღშფოთებულია რუსეთის დესტრუქციული ქმედებით

Joni Kvaracxelia

აშშ-მა რუსული დელეგაციის 10 წევრს ვიზების მიცემაზე უარი უთხრა-რუსი დეპუტატები გაეროს გენერალურ ასამბლეას ვერ დაესწრებიან

დატოვე კომენტარი