განცხადებებისოცქსელი

«მიმდინარეობს ჩვენი, ახალი ტერიტორიების დათმობა რუსული საოკუპაციო რეჟიმისთვის»

«წაღვლი — ჩორჩანას ტყის მიმდინარე ოკუპაციის საკითხი 23 აგვისტოს შემდეგ,უკვე მეხუთედ იქნება განხილული ხვალ, 1 ოქტომბერს ერგნეთში.
ხვალინდელ შეხვედრაზე რუსოსური მხარე კვლავ დააყენებს საკითხს ქართული «უკანონო» საგუშაგოს დემონტაჟთან დაკავშირებით.
ამასთან ერთად, ოკუპანტებმა წაღვლი-ჩორჩანის ტყის დაახლოებით 300 ჰექტარი წაგვართვეს.
შენიშვნა ტროლებისთვის და სამთავრობო აქტივისტებისთვის: წაღვლი-ჩორჩანის ტყე არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში და წინა მთავრობას არ «მიუხაზია» ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან.
მიმდინარეობს ჩვენი, ახალი ტერიტორიების დათმობა რუსული საოკუპაციო რეჟიმისთვის.
ჩვენი ხელისუფლება კვლავ დაკავებულია ინფორმაციული ვაკუუმის შექმნით, რათა საზოგადოებამ ვერ აღიქვას ის კაპიტულანტური მოქმედებები, რომლებსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს წაღვლი-ჩორჩანის ტყეში და მთლიანად სამაჩაბლოში.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილი რუკით, ოკუპანტები უმიზნებენ თბილისი-გორის ავტობანის დაახლოებით 40კილომეტრიან მონაკვეთს, გორს და მცხეთას.
წაღვლი-ჩორჩანის ტყე მხოლოდ ტესტია.»

დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობა «ძალა ერთობაშია»

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ამ უსამართლო ცხოვრების დედაც…..»- მალხაზ მაჩალიკაშვილი

სანამ ოპოზიციის მთავარი ლიდერი ციხეშია, არჩევნები სამართლიანი ვერ იქნება-უგულავა

roma sajaia

«ადამიანებს შია ! ადამიანებს წამლის ფული არა აქვთ ! ადამიანები სამართალს ვერ პოულობენ !»-ელისო კილაძე

დატოვე კომენტარი