მეგობრის სტატუსი:
წულუკიანო, ისრაელის ეს ჯარისკაცი გახსოვს? მისი სახელია გელად შალითი. ის 5 წელი იყო გატაცებული ტერორისტების მიერ. ქვეყნის ერთი უბრალო ჯარისკაცი, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, ყოველგვარი რეგალიების გარეშე. ისრაელის სახელმწიფომ ამ ჯარისკაცის გასანთავისუფლებლად საომარი მოქმედებები დაიწყო როგორც ლიბანში, ასევე ღაზას სექტორში. 5 წლის განმავლობაში არ შეუწყვეტია ისრაელს მისი ძებნისა და განთავისუფლების ოპერაცია. ისრაელში არ აღმოჩნდა არც ერთი მოქალაქე, რომელიც გააპროტესტებდა ქვეყნის ძალისხმევას და იტყოდა: რა გადაგვაყოლეთ ამ ერთ ჯარისკაცს, ამდენ ფულს ხარჯავთ და ამდენი ადამიანის სიცოცხლეს წირავთ ამ ერთი უბრალო ჯარისკაცის გამოო და იცით რატომ? იმიტომ რომ ისრაელში ქოცები არ არიან, საერთოდ არ არიან, არც ერთი- ცოცხალი ქოცი! ბოლოს ისრაელი დაყვა ტერორისტების მოთხოვნას და მისი ციხეებიდან გაანთავისუფლა უკლებლივ ყველა ტერორისტი და პალესტინელი მებრძოლი, უკლებლივ ყველა, რომელთა დაპატიმრებისთვის ასევე უამრავი ომი ქონდათ გადახდილი, და ეს ყველაფერი ერთი ამ ბიჭისთვის, რომელიც არ მიატოვა განსაცდელში, იმიტომ რომ ეს ერთი ჯარისკაცი იყო ისრაელი ამ შემთხვევაში და ის ტყვეობაში იყო მტერთან! არა მგონია, რომ შენ ეს გაიგო, მაგრამ სხვები გაიგებენ იმას, რომ შენ არ ხარ ქართველი, მით უმეტეს მინისტრი და მით უმეტეს ქალი და ქვეყნის პატრიოტი. ხალხო, ჩვენ ქვეყანა გარდაგვეცვალა მას შემდეგ, რაც ჩვენი გენერლები და ჯარისკაცები გავწირეთ გასასამართლებლად ჩვენი დაცვის და ჩვენთვის თავგანწირვის გამო!
მიმართვა თეა წულუკიანს
Loading…