კრიმინალი

მიმალვაში მყოფი მსჯავრდებული დააკავეს

ლაგოდეხში, 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ფაქტზე მსჯავრდებული 58 წლის კაცი დააკავეს. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა მას ტყეში მიაკვლიეს, სადაც ის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ იმალებოდა.

პოლიციამ ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 58 წლის კაცის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

არასრულწლოვან შვილთან გარყვნილი ქმედების გამო 40 წლის კაცი დააკავეს

კოლუმბიაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს

ამ წუთებში! მარნეულში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

დატოვე კომენტარი