კრიმინალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ზურაბაშვილს, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, მიკროსაფინანსო კომპანია MBC-ში მძევლები აიყვანა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. განჩინება სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

პროკურორის თქმით, არსებობდა დანაშაულის განმეორების საფრთხე და სწორედ ამის გამო მოითხოვეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. მხოლოდ 2-წუთიანი ინფორმაციის გავრცელება სურდა. ასეთი ადამიანი მოათავსეს საპატიმროში და ელოდება 9-დან 14 წლამდე პატიმრობა», — თქვა დაკავებულის ადვოკატმა.

20 ნოემბერს თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში პირი შეიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით მან აიყვანა 19 პირი მძევლად.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დამტვრეული ხელები, სიგარეტის ნამწვავი და მოგლეჯილი თმა-24 წლის სოფო წიკლაური წამების დეტალები (ვიდეო)

გამოვლინდა სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტი

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირის დააკავეს

დატოვე კომენტარი