«სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის» ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
«მივმართავ შინაპატიმრობაში მყოფი უკანონო პატიმარი, ქვეყნის არაფორმალურ მმართველს და მის ხელის ბიჭს გახარიას..!
ვინ ვინ და თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ მე ორივე საქმეში უდანაშაულო ვარ..
თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ მე ვიდევნები მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ნაკლები პრობლემა და მეტი კომფორტი გქონდეთ.
თქვენი ბრძანებით, მე დღეს შინაპატიმრობაში ვარ.
არ გაბედოთ!
არ გაბედოთ და არ გასცეთ მეტი უკანონო დავალება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ ამისთვის გადაიხადოთ დიდი პოლიტიკური ფასი.
იმდენად დიდი, რომ ამის საფასურად შესაძლოა ხელისუფლება დაგიჯდეთ!!!
უსამართლობას არ გაპატიებთ!
ნახვამდის!»-წერს ზვიად კუპრავა