განცხადებები

«მივმართავ «ქართულ ოცნებას»-სათითაოდ დედას გიტირებთ»-მალხაზ მაჩალიკაშვილი

თემირლამ მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია «პირველის» ეთერში საუბრისას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე განაცხადა.

«სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ყოველთვის იყო მცდელობა თემირლან მაჩალიკაშვილი დაედანაშაულებინათ, მაგრამ ეს არ გამოსვლიათ.

რაც დღეს მოხდა ეს ყველაფერი ფორმალობა იყო.

დღევანდელმა სახელმწიფომ ყველაფერი თქვა, როდესაც ის ხელყუმბარა ააფეთქეს, რომელიც მტკიცებულება იყო. ის ხელყუმბარა ააფეთქეს, რომელიც თემირლანის სისხლის ზღვაში ცურავდა, მაგრამ სისხლის კვალი არ ემჩნეოდა; ის ხელყუმბარა, რომელიც დაილუქა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. გამოძიება დასრულებულია პირველივე დღიდან, როდესაც არ მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი და ყავდათ მედიატორები ჩართული.

მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მე ისეთი ადამიანი არ ვარ, როგორც თქვენ ხართ ტყუილების ქსელში გაჩენილი და გაზრდილები, უღირსო ნაძირლებო. მე ის ვარ, რომელიც სიმართლეს დაადგენს და თქვენ სათითაოდ დედას გიტირებთ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

მაკრონი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს

“მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას არასოდეს არ მივანიჭებ”-უსუფაშვილი

«თუ ქრისტე შენთვის დაავადების წყარო ხდება, თუ ფიქრობ, რომ ქრისტე დაგაავადებს და ქრისტეთი დაავადდები მაშინ პირიქით, შენ ზიარებას ცხოვრებაში არ უნდა გაეკარო»-დეკანოზი შალვა კეკელია

დატოვე კომენტარი