განცხადებები

«მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით და ასე რომ ვთქვათ, შეასრულოს თავის მოვალეობა მწყემსი კეთილობით“-თორნიკე მამალაძე

მამა გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან აქციებს განაგრძობს. დეკანოზის ზიარების შემდეგ ოჯახის წევრებს ერთადერთი მოთხოვნა რჩებათ — მისი გათავისუფლება. მით უმეტეს, მის ჯანმთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

მამა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ , დღეს საპატრიარქოსთან აქცია გამართა,  დეკანოზის ოჯახის ერთადერთი მოთხოვნა კი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავსუფლებაა, დეკანოზის ძმა ასევე   საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავს:

„ის, რომ ზიარება მოხდა, ეს არის კარგი, მაგრამ, სამწუხაროდ, სანამ ამ მდგომარეობამდე არ მივიდა, არ მოხდა მისი ზიარება. მე მივმართავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რადგანაც ჩემი ძმა არის სასულიერო პირი და მისი მღვდელია. ასეთი განმეორებით შემთხვევაში, ჩემი ძმის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამიტომაც მივმართავ საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების თხოვნით და ასე რომ ვთქვათ, შეასრულოს თავის მოვალეობა მწყემსი კეთილობით,“ — განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

როგორც ვიცით დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე, გადაიყვანეს, ის საავადმყოფოშივე  აზიარა   ბათუმის მღვდელმსახურმა ნიკოლოზმა.

როგორც მამა ნიკოლოზმა აღნიშნა  მამა გიორგი მამალაძეს ლაპარაკი არ შეუძლია.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ჯოზეფ ბორელი — ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები… საქართველო კარგად მუშაობს…

Joni Kvaracxelia

პუტინის ადგილას ტანკებს შემოვიყვანდი, როგორც 2008 წელს-ლადო ბედუკაძე თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

«აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლისაო»-მამუკა ბახტაძე საგალობლების სკოლებში სწავლებაზე

დატოვე კომენტარი