«ქართული ოცნების» დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია ხელისუფლებას მოუწოდებს არ დაუშვან «თბილისი პრაიდის» ჩატარება.
«ქვეყანაში დაანონსებული ლგბტქი პრაიდის ჩატარება, რომელიც თურმე ე.წ. ღირსების მარშით უნდა დასრულდეს, საქართველოს მოსახლეობის დაცინვა და შეურაცხყოფაა. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და მცდელობა ქართველი ერის ღირსების შელახვის. მივმართავ საქართველოს მთავრობას, მიუხედავად გარე თუ შიდა ძალების მხრიდან მიმდინარე არნახული ზეწოლისა, არ დაუშვას ქვეყანაში უზნეობის პროპაგანდა და გეი აღლუმი. სხვა შემთხვევაში, ქართველი ხალხი თვითონ აღკვეთავს დაანონსებულ უზნეობას და დაიცავს ქვეყნის ღირსებას, რაც აუცილებლად გამოიწვევს არეულობასა და ქაოსს» — აღნიშნულია ალექსანდრე ერქვანიას განცხადებაში.
Loading…